ჩვენს შესახებ

სასტუმრო ჯინა შეკვეთილი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე ურეკსა და ქობულეთს შორის. ადგილმდებარეობა უნიკალურია თავისი მაგნიტური ქვიშის პლაჟითა და სანაპიროზე ფიჭვის ტყით.

სასტუმროში ყველა პირობაა შექმნილი კარგი დასვენებისათვის ბავშვებთან ან ბავშვების გარეშე. ჩვენი სასტუმრო პლაჟიდან სულ რაღაც 50 მეტრითაა დაშორებული, ყველა ნომერს აქვს აივანი ზღვის ხედით, გვაქვს საკუთარი პარკინგი, ბავშვთა გასართობი მოედანი და მცირე კაფე.