15 August, 2020 Saturday Saturday 15th August, 2020
16 August, 2020 Sunday Sunday 16th August, 2020
1
3

სტანდარტული ორადგილიანი ნომერი აივნით და ზღვის ხედით

საუკეთესო არჩევანია ზღვაზე მშვიდად დასასვენელად ორი ადამიანისთვის. სტანდარტული ორადგილიანი ნომრები მოთავსებულია სასტუმროს მეორე და მესამე სართულზე და ყველა ნომერს აქვს აივანი ზღვის ხედით. ნომერში დაგვხვდებათ ორადგილიანი დიდი ზომის საწოლი (king size), თეთრეული, ტელევიზორი სატელიტური არხებით, მაცივარი,კონდიციონერი, დანსაცმლის კარადა, მაგიდა, სკამები. ასევე თქვენს განკარგულებაში იქნება ელექტროჩაიდანი საჭირო ჭურჭლით. რა თქმა უნდა ყველა ოთახს აქვს საკუთარი სააბაზანო და ტუალეტი, სადაც დაგხვდებათ ფენი, შამპუნი, საპონი და პირსახოცები.

აივანზე მოთავსებულია მაგიდა და სკამები. აივნის მაგიდაზე მწეველებითვის დევს საფერფლე. სასტუმროს ნომერში და სააბაზანოში მოწევა სასტიკად აკრძალულია.

სტანდარტული ოთხადგილიანი აივნით და ზღვის ხედით

ეს ოთხადგილიანი ნომერი ყველაზე ხელსაყრელია ოჯახებისათვის 2 ან 3 ბავშვით. ამ სასტუმრო ნომერში დგას დიდი ორადგილიანი საწოლი და ორიარუსიანი საწოლი. თუმცა ნომერში თავისუფლად მოთავსდება 4 ზდრასრული ადამიანი.

ბიუჯეტური ორადგილიანი ნომერი აივნით

სასტუმრო ჯინა შეკვეთილში ბიუჯეტური, მაგრამ დასვენებისთვის საუკეთესო პირობების მქონე ნომერი მოთავსებულია სასტუმროს მეოთხე სართულზე, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება პლაჟზე და ზღვისპირა ტყეზე.